Sunday, May 12, 2019

სამოდელო გაკვეთილი ,,მგელი და კრავი"




















სამოდელო გაკვეთილი ,,მგელი და კრავი"

გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა
ივანე კრილოვის „მგელი და კრავი“
საგანი
ქართული ენა დალიტერატურა
მასწავლებლის სახელი და გვარი
სოფიკო კაკაბაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური; მეოთხე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
11 მოსწავლე;  სსსმ მოსწავლე 0
ჩატარების თარიღი
01/05/2019
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ
სასწავლო მიზნები,მოსალოდნელი შედეგები და შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

       ძირითადი თემის,იდეის ამოცნობა;
        ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მსჯელობა,მათი საქციელის შეფასება;პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების ძიება;
         მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა;
          ტექსტის ცალკეული რეპლიკის გაანალიზება;
         პერსონაჟის როლის განსასახიერებლად საჭირო მონაცემების დაუფლება.

         კავშირი  საგნობრივ სტანდარტებთან:
 ქართ.დაწყ.(I).2.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
        მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებშიასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
    თანმიმდევრობის დაცვით გადმოსცემს ტექსტების შინაარსს;
     მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
       ქართ.დაწყ.(I).3.მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დაამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,მასში განხილული საკითხების მიმართ;
        მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
       ქართ.დაწყ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის(მაგალითად:ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთდაკავშირება)
         ქართ.დაწყ.( I ).8.მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირ ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები სსსმ მოსწავლისთვის
სსსმ მოსწავლე არ მყავს
ცოდნა და ფაქტები
მგელი მტაცებელი ცხოველია.კრავი უწყინარი.კრავს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მგელს.მგელი ბოლოს იტაცებს კრავს.
აქტუალობა
მოსწავლეები დასვამენ პრობლემას,იმსჯელებენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზების შესახებ.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია ბუნებისმეტყველებიდან მგლისა და კრავის შესახებ.ასევე მათ იციან იგავ-არაკის რაობა.შესწავლილი აქვთ რამდენიმე იგავი.შეუძლიათ ალეგორიული სახის გამოცნობა.
აქტივობები,სტრატეგიები,კლასის ორგანიზების ფორმები
1)ტექსტის კითხვა
2)ტექსტის ნაწილების დასათაურება
3)სოკრატესეული დიალოგის გამოყენება
5)პრობლემის დასმა
6)პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
  კლასის ორგანიზებისფორმები:
მთელი კლასი,ჯგუფური მუშაობა,ინდივიდუალური მუშაობა
გაკვეთილის მსვლელობა
I     ფაზა
 მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას,მიზნებსა და შეფასების რუბრიკას.სთხოვს , გაიხსენონ რა სახის ნაწარმოებია იგავ-არაკი?
რა ნიშნით ხასიათდება იგი.
ვინ არიან იგავის პერსონაჟები
ასევე გაიხსენონ მათთვის ცნობილი მეიგავეები.
     მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასახელებს გაკვეთილის თემას(,,მგელი და კრავი“) და ეკითხება მოსწავლეებს,სათაურის მიხედვით,თუ რა შეიზძლება იყოს მოთხრობილი ამ იგავში?მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და ავსებენ ვარაუდის ღრუბელს (10წთ) 


II  ფაზა
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით,რამდენიმე მოსწავლე კითხულობს ტექსტს.თითოეული ეპიზოდის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ასათაურებენ წაკითხულ მონაკვეთებს.მასწავლებელი სათაურებს თვალსაჩინოდ წერს დაფაზე.მოსწავლეებიც ინიშნავენ სათაურებს რვეულში. (9წთ)
         ტექსტის კითხვის დასრულების შემდეგ,სოკრატესეული დიალოგის მეთოდით, მასწავლებელი სვამს სხვადასხვა დონის კითხვებს,რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ადვილად აიყოლიებს საჭირო მიმართულებით მსჯელობა-განხილვაში.
1)სად შეხვდნენ ერთმანეთს მგელი და კრავი?
2)რას ნიშნავს გამოთქმა ,,გამოიგონა შარები?
3)რატომ მოიქცა ასე მგელი?
4)ჩამოთვალე სამი ბრალდება,რომლებიც მგელმა კრავს წაუყენა
5)მგელი უხეშად მიმართავს კრავს,ამცირებს მას.იპოვეთ ტექსტში ის სიტყვები,რომლებშიც ეს ჩანს
6)კრავი ასე მიმართავს მგელს-,,ბატონო“, ,,ჩემო ხელმწიფევ“.რისი გამომხატველია ამგვარი მიმართვა?
7)კრავი მგელს შემდეგ სიტყვებსაც ეუბნება-,,რას მერჩით მე,საწყალსაო?“, ,,ჯერ ერთი წლისაც არა ვარ“ რას ცსილობს კრავი?
8)მგლის რომელ სიტყვებში გამჟღავნდა მისი ნამდვილი ზრახვები?
9)იპოვეთ ტექსტში ის სტრიქონები,რომლებშიც გადმოცემულია დედააზრი იგავისა (8წთ)
   მოსწავლეები მსჯელობენ პრობლემის შესახებ.მასწავლებელს ისინი ,,ხარაჩოებით“ მიჰყავს მართებულ პასუხმდე.ავსებენ ცხრილს
საკითხი/პრობლემა

მაგალითი
ყოველდღიურობიდან/ან სხვა შესწავლილი ნაწარმოებიდან

პრობლემის გადაჭრის გზები


მასწავლებელი მოსწავლეებს ურჩევს,რომ ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარი თავი დაინახონ,აღმოაჩინონ მანკიერი მხარეები და იზრუნონ,რათა შეძლონ უკეთესობისკენ შეცვლა. (4წთ)


III ფაზა
 მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში.ამთლიანებენ გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციასა და ცოდნას.
     მუშაობის დაწყებამდე,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჯგუფური მუშაობის წესებს
I ჯგუფი----პერსონაჟის რუკა;შესაბამისი ილუსტრაცია
II ჯგუფი----,,მოვლენების ჯაჭვი“ (8წთ)

 პრეზენტატორები წარადგენენ ჯგუფის ნამუსევარს.მასწავლებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით, განმავითარებელი კომენტარით, აფასებს მათ.
      ბოლოს მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს.თან ავსებს ,,მოთხრობის რუკას“
       მასწავლებელი მოსწავლეებს გადასცემს ფურცლებს,სადაც მითითებულია საშინაო დავალება.(6წთ)
შეფასება(განმავითარებელი)
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დანართი 1)
რესურსი
წიგნი,რვეული,კალმისტარი,დაფა,ცარცი,ბარათები,ფლირჩატი,მარკერი,ფერადი ფურცლები და ფანქრები,საშლელი.





 სოფიკო კაკაბაძე                           /სოფიკო კაკაბაძე/

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ორგანიზებულობა
ჯგუფი ორგანიზებულია
ჯგუფი ნაკლებადაა ორგანიზებული
ჯგუფი არ არის ორგანიზებული
ჩართულობა,თანამშრომლობა
ჩართულია ჯგუფის ყველა წევრი,იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
ნაკლებადაა ჩართული ჯგუფის ყველა წევრი,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
არ არის ჯგუფის ყველა წევრი მუშაობაში ჩართული,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
დროის ლიმიტი
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფი ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფი არ იცავს დროის ლიმიტს
საკითხის გააზრება/პრობლემის გამოკვეთა
ჯგუფმა საკითხი სიღრმისეულად გაიაზრა
ჯგუფმა საკითხი სიღრმისეულად ნაკლებად გაიაზრა
ჯგუფმა საკითხი სიღრმისეულად ვერ გაიაზრა


ჩემი სერტიფიკატები