Saturday, October 13, 2012

სასწავლო პროექტი


 პროქტის სახელი:“ისტორიული ძეგლები საქათველოს საზღვრებს  გარეთ

პროექტის მოკლე აღწერა: სწავლა–განათლებისა და კულტურის კერები საქართველოსა და საზღვარგარეთ,ლიტერატურულ–შემოქმედებითი საქმიანობა,ქართველი მწიგნობრები და კალიგრაფები,ქართული ხელნაწერები,სულიერი მემკვიდრეობა–(მასალის მოძიება,გაცნობა,სინთეზი და ანალიზი).

    პროექტის სრული აღწერა:

ა)  მიზნობრივი საპროექტო ჯგუფის შექმნა;
ბ)  ფუნქციების გადანაწილება(კონკრეტულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული
    დავალება);
გ)  დავალებების შესასრულებლად გარკვეული დროის მიცემა;
დ)  საორიენტაციო ბიბლიოგრაფიული სიის შედგენა(ბიბლიოგრაფიის შედგენაში 
      დაეხმარებათ კომპიუტერული კატალოგები);
ე)    ბიბლიოთეკის გამოყენება;
ვ)   მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით;
ზ)   მუშაობის დროს მცირე კართოტეკის შედგენა(სხვადასხვა სახის ჩანაწერების
       გაკეთება ბარათებზე);
თ)  მოპოვებული მასალის ორგანიზება(წარდგენა,შესწორება,დახარისხება),
ი)  ზეპირი პრეზენტაცია(ფოტომასალის და ვიდეომასალის გამოყენება);
კ)   ისტორიული და გეოგრაფიული გზამკვლევის შედგენა.

მონაწილეთა ასაკი:IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:შეძენილი ცოდნის საფუძველეზე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევითი აქტივობები:ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ორგანიზების  უნარი,  გაიზრდება პასუხისმგებლობა,  თვითშეფასება ამაღლდება, წყაროების შედარება,მონაცემების ანალიზი;გამოუმუშავდებათ საჭირო მასალების მოძიების ,მოძიებული ინფორმაციის  კლასიფიკაციის და ინტერპრეტაციის , თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი, გამოუმუშავდებათ  დამოუკიდებელი აზროვნების  უნარი. მოხდება ცოდნის ტრანსფერი. დამზადდება სპეციალური ბროშურა,შეადგენენ რუკას.

სასრგებლო სხბვებისთვის:პრეზენტაციის დროს მოპოვებულ მასალას გაეცნობიან,შეიქმნება სპეციალური გვერდი ინტერნეტში და ხელმისაწვდომი იქნწება ყველასთვის.

სამუშაო ენა:ქართული ენა.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია,მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს;მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას პრეზენტაციისათვის;მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი:სოფიკო კაკაბაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sofokakabadze1989@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/